გარდაიცვალა პრინც ფილიპი, ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე

ამერიკის ხმა

99 წლის ასაკში გარდაიცვალა პრინც ფილიპი, ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბდ 2-ის მეუღლე. მან შვიდ ათეულ წელზე მეტი გაატარა სამეფო ოჯახში და ფორმალური როლის არქონის მიუხედავად, მთელი ცხოვრების მანძილზე, მაქსიმალურად უწყობდა ხელს დედოფალს. დედოფალ ელისაბედს ის ყოველთვის უკან დაჰყვებოდა და ტრადიციას იცავდა, მაგრამ გადმოცემის მიხედვით, შინ ოჯახის თავი იყო. "კონსტიტუციურად, მე არ ვარსებობ" - იხუმრა პრინცმა ერთხელ. ელისაბედ მეორემ, რომელიც ძალზე თავშეკავებული ქალია და საკუთარ გრძნობებს საჯაროდ თითქმის არასდროს გამოხატავს, ერთხელ ხალხში თქვა, რომ პრინც ფილიპი მისი მთავარი დასაყრდენია. ის "ჩემი კლდეა" - თქვა ელიზაბეტმა.  განცხადებას პრინც ფილიპის გარდაცვალების თაობაზე ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. პრინც ფილიპს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თითქმის ერთი თვე საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის წარმოშობით საბერძნეთის სამეფო ოჯახიდანაა.    https://www.amerikiskhma.com/a/prince-philip-died-at-99/5846891.html #ახალი_ამბები #მსოფლიო