ბათუმში მიმდინარე აქციაზე აქტივისტები დააკავეს

Tbilisi Daily

ადგილზე შეკრებილები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები. ისინი შენობის ღობეზე ავიდნენ და სტიკერებს აკრავდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ მოუწოდეს, რომ ღობიდან ჩამოსულიყვნენ, თუმცა აქტივისტებმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინეს. Დაკავებულია აქციის 4 მონაწილე.