ელისაშვილმა ამ სატელეფონო ნომრის გამოყენება გუშინ დაიწყო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც საბურთალოზე იყრის კენჭს ამ რაიონში გამოკრულ ბილბორდზე მობილურის ნომერი დაიტანა. რეკლამა ქალაქში დღეს დილიდან გამოჩნდა. კანდიდატი ამბობს, რომ უკვე ათეულობით ადამიანმა დაურეკა. "პროტესტი გამოჩნდა, რომ დავდიოდი მთელ თბილისში და საქართველოში, როცა ვუყურებდი ყალბად მომღიმარ პოლიტიკოსებს. არ მომეწონა... ეს პოლიტიკოსები უბრალოდ ბანერზე რო კიდიან და გიღიმიან და არანაირი კომუნიკაცია რომ არ არის ხალხთან. პროტესტი მქონდა და ვფიქრობდი, რომ რა გავაკეთო, რომ ყალბად ღიმილი კი არ იყოს, არამედ კომუნიკაცია", - ამბობს ელისაშვილი. ელისაშვილი ამბობს, რომ ნომერი, რომელიც ბილბორდზე დატანილი, ერთი დღეა რაც იყენებს. ამას ის რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროსაც ადასტურებს. "ერთ ძველი ნომერი მაქვს, ის ტელეფონი მალე მიჯდება ხოლმე. ამისთვის გამძლე ტელეფონი ვიყიდე, ბევრი ზარისთვის... არის ასეთი გამოთქმა, აღდგომა და ხვალეო, ნახავთ, ნოემბერში დამირეკეთ ამ ნომერზე და თუ არ გიპასუხებთ, ჩათვლით, რომ კიდევ ერთი აფერისტი პოლიტიკოს ყოფილა", - ამბობს ელისაშვილი. ელისაშვილს ჯერ საარჩევნო ნომერი არ აქვს. ის ოპოზიციურ ერთობას არ შეუერთდა, სადაც თბილისის მასშტაბით საერთო კანდიდატების დასახელება განიხილებოდა. პირველი შემთხვევა არაა, როცა ელისაშვილი საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს. წლების წინ ის თბილისის საკრებულოში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაჟორიტარი სწორედ ამ უბნიდან გახდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30841679.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020