მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ მედიკოსებს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდების მხარედღევანდელ პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, სამივე დაკავებულისთვის5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას ითხოვდა. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე 'ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვვალისწინებს.