ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი კადრები გავრცელდა

Tbilisi Daily

„პრაიმტაიმი“ ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადასცემს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ბანკზე თავდამსხმელს თანხას. იქამდე, ვიდეო სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთა, თუმცა, მასალა ამ დროისთვის ხელმისაწვდომი აღარაა.ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.