სტამბოლის, მინსკისა და კიევის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლის, მინსკისა და კიევის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაინიშნა. უწყების ცნობითვე, ჩარტერები, რომლებიც აგვისტოში დაინიშნა თბილისის საერთაშორისო აეროპოერტიდან შესრულდება შემდეგი განრგით:
• 16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 21 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );
• 23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
• 23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );
• 30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.