"ჰარი პოტერის" პირველი გამოცემა 90 ათას დოლარად გაიყიდა

Tbilisi Daily

მსოფლიო ბესტსელერი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" პირველი გამოცემა აუქციონზე დაახლოებით 90 ათას დოლარად (68,000 გირვანქა სტერლინგი) გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, წიგნი 1997 წელს ჯოან როულინგის მიერ დაბეჭდილი პირველი 500 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. 300 მათგანი სკოლებსა და ბიბლიოთეკებში დაარგიეს, დანარჩენი 200 ეგზემპლარი კი გაიყიდა. იმ პერიოდში წიგნის ფასი 10,99 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. მანამდე, ერთ-ერთი პირველი გამოცემის კიდევ ერთი წიგნი აუქციონზე 50 ათას გირვანქა სტერლინგად