"ექიმები მიყვირიან, თვითონ მიხედე თავსო" - გარდაცვლილი კოვიდინფირებულის წერილები ოჯახს

Batumi Daily

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, მდგომარეობის უეცარ დამძიმებას კი ისინი ექიმების უყურადღებობასა და არასათანადო მკურნალობას უკავშირებენ. "დაუგვიანეს მკურნალობა ბათუმის სამშობიარო სახლში, ერთი კვირა იქ იწვა, თურმე ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა, მე მქონდა დირექტორთან საუბარი - "კარგად არის, კარგად არის"[მეუბნებოდნენ - ავტ]. ბატონმა უნგიაძემაც ბევრჯერ მითხრა ჩემი შვილის მკურნალობა დააგვიანა იმ სამშობიარომო. იმ დღეს ვინც იყო ექიმები ყველამ აგოს პასუხი" - ამბობს გარდაცვლილის დედა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტი ოჯახს წერდა, რომ ექიმები მას უყვიროდნენ, რომ თავის თავს თვითონ დახმარებოდა. "წამიყვანეთ იქ სადაც კარგად მიმკურნალებენ, შემოდიან 24 საათში ერთხელ. ექიმები ამბობენ არ ვიშურებთ არაფერს, მასთან ერთად ვართო" - ასეთ წერილს გზავნიდა საავადმყოფოდან რუსუდან კოკობინაძე. 31 წლის რუსუდან კოკობინაძე COVID-19-ით საკეისრო კვეთიდან ერთ კვირაში დაიღუპა. ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის მტკიცებით, პაციენტს ვირუსის გამო ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. მიმოწერის ფოტომასალა: ტვ პირველი #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში