აჭარის მთავრობა სეტყვის შედეგად დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს დაეხმარება-თორნიკე რიჟვაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის მთავრობა მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს დაეხმარება. ამის შესახებ დღესთორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
'გასულ კვირას ძალიან ოპერატიულად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა თვითმმართველობებმა კომისიური წესით მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღწერა მოახდინესდა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 900-ზე მეტ ოჯახს ფერმერს, მიეცეს ის კომპენსაცია და მათ აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რომელიც მიადგათ.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წელს ბიუჯეტში კორექტირებისას გავითვალისწინებთმეციტრუსეების პრობლემებს და გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სუბსიდირების საბიუჯეტო მუხლი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ნარინჯისფერი რთველი წარმატებით ჩავატაროთ წელსაც'-განაცხად თორნიკე რიჟვაძემ.