მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, აქციაზე 20-მდე მოქალაქე დაშავდა

Tbilisi Daily

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, ცესკოს შენობასთან აქციის დარბევის შედეგად ოცამდე მოქალაქე დაზარალდა, მათ შორის, მათი აქტივისტი სოფო კუჭავა. "9 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად დაშავდა ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი - სოფო კუჭავა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არალეგიტიმური ძალის გამოყენების შედეგად დაზარალდა ოცამდე მოქალაქე.