კოტე კემულარია- "დაკითხონ სუს-ში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სამხარაძე"

Tbilisi Daily

მოძრაობა "ტრიბუნას" წევრი კოტე კემულარია, ნიკოლოზ სამხარაძის დაკითხვას ითხოვს. მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩევნების გაყალბებასა და გარიგებაზე ისაუბრა. "აქამდის ვიცოდით,საახალწლო საოცრებები ბავშვებისთვის ხდებოდა.... გუშინ,ელჩი დეგნანის საპასუხოდ,ამხ.საგარეო კომიტეტის თავ-რე სამხარაძემ საჯაროდ აღიარა—ძალადობას,მოსყიდვას,კარუსელებს, “ჩაყრებს” კი ვაკეთებდით, მაგრამ ოპოზიციიდანაც მონაწილეობდნენ ამ ბინძურ საქმეშიო. აღიარება, რომ “ოპოზიციასთან” ერთად, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადიოდით ამ მძიმე დანაშაულს — გამართლებთ ან ელჩის,ან კანონის, ან საზოგადოების თვალში??? ეს მხოლოდ ამძიმებს თქვენს მიერ ჩადენილს. ახლა იმის დასახელებაც მოგიწევთ,ვის გაურიგდით. ფაქტია,რომ გაყალბების კიდევ ერთი “ცოცხალი”მტკიცება თავად გამოაგორეთ სამხარაძის სახით. ამხ.კობახიძე ხომ ითხოვდა დაჟინებით პირდაპირ მტკიცებას. ა, ბატონო. დაკითხეთ სუსში სამხარაძე და გექნებათ უტყუარი მტკიცება. ახალი არჩევნების გარდა არაფერი გამოასწორებს იმ უბინძურეს გარიგებას თუ დარღვევებს, რაც ოცნებამ 2020-ის არჩევნებზე ჩაიდინეთ. მერე გექნებათ დრო, - მოუყვეთ საზოგადოებას, რა ჩაიდინეთ მარტო,და რა “ოპოზიციასთან” ერთად. ეს უკვე ნათელია ამომრჩევლისთვის,ელჩებისთვის და,სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის. წერს კოტე კემულარია სოციალურ ქსელში