შსს-ს ცესკოსთან ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შსს-შიცესკოსთანგანვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ჟურნალისტების კითხვებს მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ უპასუხა. მან მომხდართან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე გააკეთა აქცენტი.
„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია“, - განაცხადა საბანაძემ.