ქუთაისის ახალმა მერმა მედიაზე ისაუბრა
Kutaisi Daily
ქუთაისის ახალი მერი იოსებ ხახალეიშვილი მედიას პირობას აძლევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების შენობაში მედიის წარმომადგენლებისთვის პრესცენტრი მოეწყობა.
როგორც მერმა ბრიფინგზე აღნიშნა, ჟურნალისტებს ღია სიცრცეში მუშაობა არ უნდა უწევდეთ.
მერი იმასაც ამბობს, რომ მისი ურთიერთობა მედიასთან წმინდა ადამიანურ ურთიერთობებზე იქნება დამყარებული, ხოლო მისი კარი ღია იქნება ყველასთვის პოლიტიკური შეხედულებისა და კუთვნილების მიუხედავად.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები #ქუთაისი #მერი #მედია #kutaisidaily
topnews.