გორში 12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ეჭვმიტანილი 60 წლამდე მასწავლებელია

Gori Daily

60 წლამდე პედაგოგს არასრულწლოვნის - 12 წლის ბავშვის - მიმართ გარყვნილი ქმედებაში ადანაშაულებენ. სავარაუდო მოძალადე ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.  სავარაუდო ეჭვმიტანილი - გარდა სპორტის მასწავლებლობისა - არის ერთერთი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი და იკავებს მერის წარმომადგენლის პოზიციას. ის საქმიანობას ამ დრომდე აგრძელებს. დანაშაული დაახლოებით 1 კვირის წინ, საჯარო სკოლაში მოხდა. ბავშვმა მოგვიანებით ფაქტის შესახებ სხვა პედაგოგს უამბო, მან კი შსს-ს მიმართა.  მომხდარზე არ საუბრობს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის ოჯახი.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ძალადობა #გორი #goridaily წუარო: მთავარი არხი