"ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად -მარგველაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143176 "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად - ასე შეაფასა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველი გუნდის მცდელობა, 8 მარტის შეთანხმების შესაძლო ჩაშლა ოპოზიციას დააბრალოს, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში. მისი თქმით, ძალიან შეურაცხმყოფელია, რომ ხელისუფლება ცდილობს თაღლითურ მცდელობას, რათა გაექცეს პასუხისმგებლობას. "ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება, რომ ეს გახდა უბრალოდ სტილი და ფორმა, ამ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიური საფუძველი. ამის გარდა იმდენჯერ მოვისმინეთ ჩვენ ამ საკითხზე პირდაპირი, არაპირდაპირი, დიპლომატიური განცხადებები სხვადასხვა მონაწილეების, რომ მარტივია კიდევ ერთხელ, ძალიან შეურაცხყოფილად ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, პარტნიორებისთვის, ვხედავთ კიდევ ერთ მარტივ, თაღლითურ მცდელობას, გაექცე პასუხისმგებლობას",-განაცხადა მარგველაშვილმა.