დეკანოზ გიორგი მამალაძეს საავადმყოფოში გადაიყვანენ

Pirveliradio Ge

ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. დეკანოზის ოჯახის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, პარალიზებული აქვს კიდურები, ციხეში კი მკურნალობის რესურსი არ არსებობს. "ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს "ნიუ-ჰოსპიტალში" გადმოყვანა და იქ მოხდეს ამ კვლევის კვლევების ჩატარება. რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილება დარჩება, თუ არა ჩემი ძმა სამოქალაქო საავდმყოფოში. ციხის ადმინისტრაციის ექიმები კატეგორიულად ამბობენ, რომ ჩემი ძმა ვერ განიკურნება ციხის საავადმყოფოში რადგანაც ელემენტარული რესურსი, რომ ამ დაწესებულებაში მოხდეს ამ დაავადების განკურნება," - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.