ბიძინა კულუმბეგოვი -გავუფრთხილდეთ მიღწეულს!
Tbilisi Daily
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის გავრცელებით, საქართველომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველიდან მესამე ადგილზე გადმოინაცვლა.
,,ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე კოვიდის რაოდენობით საქართველო უკვე მე-3 ადგილზეა (ბოლო რამდენიმე კვირაა ამ რეიტინგში პირველობას არავის ვუთმობდით) გავუფრთხილდეთ მიღწეულს!!! ", - წერს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 837 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 194 900-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 164 786-მდე.
გარდაიცვალა 44 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა.