აშში ტეხასის შტატს ქარიშხალი „ჰანა“ უახლოვდება

Tbilisi Daily

ატლანტის ოკეანეში ამ სეზონის პირველი ქარიშხალი, „ჰანა“ ფორმირდება. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის მონაცემებით, ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს. ახლა ქარიშხალი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტეხასის შტატის ქალაქ კორპუს-კრისტისთან ფიქსირდება. ტეხასის მიმდებარე რაიონებში ქარიშხლისთვის მზადყოფნა გამოცხადდა. ქარიშხალი შტატს სავარაუდოდ დღეს დაატყდება.