37 გრადუსი არ არის ტემპერატურა და ადამიანი არ უნდა შეშფოთდეს - პაატა იმნაძე
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები 37-მა გრადუსმა ტემპერატურამ არ უნდა შეაშფოთოს.
„მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად-მეთქი, ჩემზე მეტი იცის „გუგლმა“ და სხვადასხვა ენციკლოპედიებმა. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. 37,5 გრადუსზე და მეტზე უკვე კონსულტაცია უნდა მიიღონ. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, - განაცხადა იმანძემ.
#კორონავირუსი
#ტემპერატურა
#პაატაიმნაძე
#tbilisidaily