"ლელო": აუცილებელია სომხეთს ეფექტიანად დავხემაროთ

Tbilisi Daily

სომხეთში გლობალური პანდემიის ფონზე შემქნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. "აუცილებლად მივიჩნევთ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს სომხეთის სახელმწიფოს. “ლელო საქართველოსთვის” გამოხატავს წუხილს მეზობელ სომხეთში არსებული მძიმე ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს სომხეთის ათობით ათას მოქალაქეს. მივესალმებით ბოლო ხანებში გამოხატულ თვალსაჩინო და აქტიურ ინტერესთა თანხვედრას სომხეთსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით. ამიტომ "ლელო" მნიშვნელოვნად მიიჩნევს კეთილმეგობრული ურთიერთობების, საგარეო თანამშრომლობისა და მეზობლური კავშირების შემდგომ გაღრმავებას სომხეთთან. დღეს, როდესაც სომეხი ერი მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო სომეხი ხალხის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამის თაობაზე უკვე არსებობს კომუნიკაცია საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. “ლელო საქართველოსთვის” უსურვებს სომხეთის რესპუბლიკას კრიზისის სწრაფ დაძლევას, სომეხ ხალხს კი ჯანმრთელობას", - ნათქვამია განცხადებაში. ლელო სომხეთი Tbilisidaily