ნატოს მინისტრები „რთულ დილემაზე“ ავღანეთიდან მრავალეროვნული ძალების გაყვანზე იმსჯელებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ნატოს ორდღიანი მინისტერიალის დროს, რომელიც პანდემიის გამო კვლავ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება, ყურადღების ცენტრში იქნება ავღანეთიდან მრავალეროვნული კონტინგენტის გაყვანის საკითხი, რასაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა „რთული დილემა“ უწოდა.
იენს სტოლტენბერგი და ქაბულის ხელისუფლება შიშობენ, რომ ნატოს ეგიდით მიმდინარე „სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციაში“ ჩაბმული სამხედრო ძალების შემცირება ან გაყვანა კვლავ გაუხსნის ხელ-ფეხს საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებს.
ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნატოს ამჟამად როგორც ალიანსის წევრი, ისე პარტნიორების ეროვნული დანაყოფებისგან შემდგარი 11 000 კაციანი სამხედრო ძალა ჰყავს ავღანეთში, სადაც მრავალეროვნული ძალები ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებს ეხმარებიან რჩევებითა და წვრთნების ორგანიზებით.
აშშ-ი, რომლის საავიაციო და ლოგისტიკურ დახმარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ნატოს მრავალეროვნული მისიის წარმატება, 2021 წლისათვის გეგმავს 2500-მდე შეამციროს ავღანეთში ამჟმად მყოფი პირადი შემადგენლობის რაოდენობა.
ამჟამად ავღანეთში აშშ-ის 8000-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
მოელიან, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები ავღანეთში სამხედრო ძალის ყოფნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას თებერვალში მიიღებენ, როდესაც ვაშნგტონშ უკვე მუშაობას შეუდგება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტო ჯო ბაიდენი.
ევროპელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ ვაშინგტონის ტონი ალბათ შეიცვლება, მაგრამ ეს ალბათ არ შეეხება უახლოეს პერიოდში ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალის გაყვანის განზრახვას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30977989.html
#ახალი_ამბები
#twitter