საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსს, რის ფარგლებშიც სააგენტომ ორი მიმართულება გამოყო: არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება და ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50-მდე ახალი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება. პროექტი საქართველოს 10 რეგიონში განხორციელდება.