ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა
Tbilisi Daily
ამერიკულ როკ-ჯგუფ System of a Down-ის ცნობილ ჰიტზე Chop Suey გადაღებულ ვიდეორგოლს Youtube-ზე მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს. ამის შესახებ NME წერს.
Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა. ვიდეორგოლის რეჟისორი კი მარგოს სიეგაა.
კომპოზიცია 2002 წლის Grammy-ზე იყო ნომინირებული ნომინაციაში „საუკეთესო შესრულება მეტალის ჟანრში“.