თაგოს საბაგირო შეზღუდვებით იმუშავებს - კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი უნდა იყოს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შეზღუდვები შეეხება საბაგიროსაც, თუმცა ხულო-თაგოს დამაკავშირებელი ერთადერთი სატრანსპორტოსაშუალება არ გაჩერდება.
მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ აჭარის შტაბთან შეთანხმებით მიიღო.
ბაგირგზა მგზავრთა შემცირებული რაოდენობით იმუშავებს. რეგულაციის მიხედვით კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი უნდა იყოს.