ჯგუფმა Gorillaz ელტონ ჯონთან ჩაწერილ სიმღერაზე ვიდეორგოლი წარადგინა

Tbilisi Daily

ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი კლიპი წარადგინა სიმღერაზე The Pink Phantom, რომელიც ელტონ ჯონთან და რეპერ 6LACK-თან ჩაწერა. პანდემიის გამო მუსიკოსებს საკუთარი პარტიების სხვადასხვა ქალაქებში ჩაწერა მოუწიათ. სინგლი აუდიო-ვიზუალური პროექტის Song Machine მეშვიდე ნაწილია, რომლის ფარგლებშიც Gorillaz-ი სიმღერებს სხვადასხვა შემსრულებელთან წერს. ყველა სიმღერა კი ჯგუფის ახალ ალბომში Song Machine, Season One: Strange Timez შევა, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.