ზუგდიდში მედპერსონალის მხარდამჭერი აქცია იგეგმება
Zugdidi Daily
ზუგდიდში მედპერსონალის მხარდამჭერი, მადლობის და სიყვარულის გამომხატველი აქცია იგეგმება, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს.
პირობები მარტივია - აქციაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქემ ქაღალდისგან, ნაჭრისგან ან სხვა ნებისმიერი მასალისგან გამოჭრას გულის ფორმა და მადლობის ნიშნად გამოფინოს სახლის ჭიკართან, სამსახურის თუ მრავალბიანიანი კორპუსის აივანზე.
ინიციატივა ზუგდიდელ გოჩა ლაგვილავას ეკუთვნის, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. მან იდეა ონლაინ შეხვედრაზე გააცნო არასამთავრობო სექტორს და მათგან მოისმინა აქციის ჩატარების თუ საინფორმაციო კამპანიის წარმოებაზე იდეები.
ერთი კვვირის განმავლობაში მოქალაქეების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანია იწარმოებს სოციალურ ქსელებშიც და უკვე 17 დეკემბერს გულების გამოფენით მოქალაქეები სიყვარულს გაუზიარებენ და გაამხნევებენ სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს.
ონლაინ შეხვედრის მონაწილეების თქმით, ახლა მოქალაქეების მხარდაჭერა და სიყვარულის გამოხატვა მედპერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ დღე-ღამის განმავლობაში უწვეთ მძიმე შრომა და ურთულეს პირობებში იბრძვიან სხვების სიცოცხლის გადასარჩენად.
სპეციალურად ამ აქციისთვის საკუთარ ნამუშევარს შექმნის გიგის სახელოსნო. ახალგაზრდა მხატვარი გიგი სიჭინავა დახატავს გულს, რომელიც აქციის ფარგლებში ექიმებისთვის სიყვარულის გზავნილის სიმბოლო გახდება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სიყვარული
#zugdididaily
#მედიკოსები
წყარო: ლაივპრესი