20 კოვიდინფიცირებულიდან ერთი "ნავნეს" თანამშრომელია
Tbilisi Daily
20 კოვიდინფიცირებულიდან ერთი "ნავნეს" თანამშრომელია. მაღაზიათა ქსელის მენეჯმენტის განცხადებით ინფიცირებული თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ობიექტი გადასამაოწმებელ კონტაქტთა სიაში არ არის. შესაბამისი განცხადება "ნავნეს" facebook გვერდზე გავრცელდა.
„გუშინ ღამით ჩვენი საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს“, - ნათქვამია განცხადებაში.