CISA: 3 ნოემბრის არჩევნები იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო არჩევნები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კენჭისყრის რომელიმე სისტემამ ხმები წაშალა, დაკარგა, ან შეცვალა.
კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს(CISA) ვებსაიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 3 ნოემბრის არჩევნები ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო არჩევნები იყო და მიუხედავად არაერთი დაუსაბუთებელი განცხადებისა, სრულად არიან დარწმუნებული, რომ არჩევნები უსაფრთხოდ და პატიოსნად ჩატარდა.
არჩევნების ძირითად დღემდე, 3 ნოემბრამდე აშშ-ის დაახლოებით ასმა მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა ხმის ფოსტით, ან ელექტრონულად მიცემის უფლებით.
საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს უკვე აქვს პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო 270-ზე მეტი ხმა საარჩევნო კოლეგიიდან.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომელიც დამარცხებას არ აღიარებს და მყარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30945730.html
#ახალი_ამბები
#twitter