უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში - გომელაური

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შინაგანსაქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს იქნება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში.გომელაურის განცხადებით, იქნება თუ არა ის კვლავ მინისტრი, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს. 'რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ მოდი არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაველოდეთ',- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. ახალი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.