დატბორილი სახლები და საცობები - ბათუმში ზარალს ითვლიან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

რა ვითარებაა ბათუმში წვიმის შემდეგ. დაიწყო თუ არა შესაბამისმა უწყებებმა ზარალის დათვლა? ძლიერი წვიმის გამო გუშინ პარალიზებული იყო სატრანსპორტო გადაადგილება. ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი, დაიტბორა პირველი სართულები და სარდაფები.