თუ უმრავლესობა პროექტს პირველი მოსმენით მიიღებს, ჩვენი ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადავა - ჯაში
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143944
ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ პლენარული დარბაზი. თუ კი დღეს ქართული ოცნების უმრავლესობა პირველი მოსმენით დაამტკიცებს აღნიშნულ პროექტს - ამის შესახებ ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა მარიამ ჯაშმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს, კენჭი უყაროს პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს. რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ პლენარული დარბაზი. თუ კი დღეს ქართული ოცნების უმრავლესობა პირველი მოსმენით დაამტკიცებს აღნიშნულ პროექტს იძულებული ვიქნებით გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში", - განაცხადა ჯაშმა.