უბისა- შორაპნის გზის მშენებლობაზე დაშავებულ მუშას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა

Tbilisi Daily

უბისა-შორაპანის მონაკვეთხე ჩქაროსნული გზის მშენებლობისას დაშავებულ მუშას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. 59 წლის მამაკაცი, რომელიც ბულდოზერის ოპერატორია ტექნიკის ექსპლუატაციის დროს დაშავდა. იყო თუ არა ადგილზე დარღვეული უსაფრთხოების ზომები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. დაშავებულ მამაკაცს ზესტაფონში კლინიკა “ფერომედში” ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს ერთ ფეხზე კიდურს ქვემოთ ამპუტაცია ჩაუტარდა. მწდიკოსები იმედოვნებენ რომ მეორე ფეხის შენარჩუნება სტულად მოხდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების თქმით ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 მუხლის 2 ნაწილით მიმდინარეობს.