საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა და 3117 დაინფიცირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 778-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3117 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 85 952 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3638-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 68 929. https://www.radiotavisupleba.ge/a/30954249.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)