ეპიდვითარება შიდა ქართლში - 19 ნოემბრის მონაცემები

Gori Daily

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid91-ის 175 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 1 ადამიანი. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 93 092  გამოჯანმრთელებულია - 73 877 გარდაცვლილია - 853 კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 186 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 518 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 833 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.\ ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #goridaily