რატომ შეგროვდება ყველა პაციენტის მონაცემი
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, „სოლიდარობის კვლევაში“ მონაწილეობის მისაღებად ყველა ქვეყანა მიიწვიეს.
„როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალი მაჩვენებლები ევროპის რეგიონში, თუმცა „სოლიდარობის კვლევის“ მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყნას შეუძლია მონაწილეობის მიღება, ასე რომ ჩვენ მოვიწვით ყველა ქვეყანა, რომ დაედასტურებინა ინტერესი და შემდეგ გაევლოთ დადასტურების პროცედურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტის მონაცემი იქნება შეგროვებული და ყველა პაციენტის ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელს გახდის უფრო სანდო შეფასების გაკეთების,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.