სახელმწიფო სოფლად სახლს კიდევ 70-ზე მეტ დევნილ ოჯახს უყიდის

Tbilisi Daily

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 71 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის. თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. აღნიშნული პროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს და სახელმწიფომ სოფლად სახლი, ჯამში, უკვე 4000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა.