პაატა იმნაძე: ჯობდა აკრძალვები ყოფილიყო უფრო მასიური
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით არავითარ კლებაზე არ გახლავთ საუბარი და ეს არც ყოფილა ჩაკეტვის აზრი.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ დასტაბილურდეს ვითარება და მეტი ადამიანი აღარ გახდეს ავად. ვუყურებთ სიტუაციას და მატება კიდევ მოსალოდნელია.
შეზღუდვები გაფართოების პირველ შედეგებს სადღაც 10 დღეში დავინახავთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
აგრეთვე მისი თქმით, თუ კი ვინმეს გაციების რაიმე სიმპტომი მაინც აღენიშნება ეს კორონავირუსია, რადგან გრიპი ჯერ არ გამოჩენილა.
„აი ამ სწრაფი, ანტიგენის ტესტის საშუალებით უცებ უნდა გაარჩიოს ექიმმა ეს კორონავირუსია თუ ჩვეულებრივი გაციება“, - დასძინა პაატა იმნაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ჯობდა რომ აკრძალვები ყოფილიყო უფრო მასიური და ხანგრძლივი.