სპეცოპერაცია ზუგდიდში - დაკავებულია ე.წ ზუგდიდის მაყურებელი.

Zugdidi Daily

მორიგი სპეცოპერაცია ზუგდიდში – დაკავებულია ბადრი ფიფია. სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის სამართალდამცავებმა ზუგდიდის “მაყურებელი” დააკავეს. სპეცოპერაცია ქუთაისის პოლიციის სპეცრაზმმა ჩაატარა. თვითმხილველების ინფორმაციით,მისი დაკავება მაშინ მოხდა,როცა სადარბაზოდან გამოდიოდა და ავტომობილში ჯდებოდა. გამოძიება ბადრი ფიფიას სავარაუდოდ იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. გარდა ამისა, დაკავებულს ზუგდიდში ე.წ. ქურდულ გარჩევაში მონაწილეობა ედება ბრალად. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბადრი ფიფია ზუგდიდის პოლიციის გამომძიებლის, ბესო ქომეთიანის სიმამრია. #ზუგდიდი #სამეგრელო #ქუთაისი #იმერეთი #სამართალდამცავები #სპეცოპერაცია #სპეცრაზმი #გამოძიება #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com