ომბუდსმენი ციხეში მის წარმომადგენლებზე სისტემატიურ თავდასხმაზე საუბრობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენცურ დაწესებულებებში ციხის ადმინისტრაციისგან და "მაყურებლებისგან" მართული ჯგუფები მის წარმომადგენლებს სისტემატურად ესხმიან თავს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. "ამ უკანონო ქმედების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციის და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა", - თქვა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველმა ციხეში შექმნილი ეს მდგომარეობა წინა ანგარიშს დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურ დაწესებულებეში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწეოდა: "აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენიცურ დაწესებულებებში ვიზიტი არამარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა". პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საპასუხო განცხადებას სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაავრცელებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31053420.html #ახალი_ამბები #twitter