მთავრობამ დაამტკიცა ახალი პროგრამა, რომელიც უცხოელი ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს, ერთ მილიონი ლარის ოდენობით გრანტს მიიღებს - ამის შესახებ ნათია თურნავამისაუბრა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,დღესმთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ახალი პროგრამა, რომელიც აწარმოე საქართველოში პროგრამათა რიგს მიემატება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოური საინვესტიციო პროექტებისხელშეწყობის ახალი მექანიზმები ამოქმედდება. გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში ინვესტორებს გრანტს მისცემენ.
ნათია თურნავასგანცხადებით, უცხოელი ინვესტორებისთვის ეს დამატებითი სტიმული იქნება, საქართველოში კი კადრების დასაქმება გადამზადებას შეუწყობს ხელს.
'' ახალი პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იმ კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოებისგადმოტანას, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამინს. აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში, ამ ვალდებულებების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება, გრანტიერთ მილიონი ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც იქნება პირველ რიგში ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება/გადამზადება, რადგან კვალიფიციური კადრები ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენთან, რასაც უცხოელი ინვესტორები ასახელებენ.
ჩვენ ვიმსჯელეთ რომელ დარგებზე გავავრცელოთ ეს ახალი პროგრამა და შეთავაზება. შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომელიც გადამამუშავებელ ინდუსტიას მიეკუთვნება. აქ შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნასდა ასევე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს არის ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება, მანქანების და მანქანადანადგარების წარმოება, ლოჯისტიკა და სასათბურე მეურნეობა, საჰაერო საშუალებების რემონტი და ა.შ
ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი რატომ უნდა შემოვიდნენ უცხოელი ინვესტორები საქართველოში''- განაცხადა მინისტრმა.