კორონავირუსით 30 წლამდე პირი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში კორონავირუსით 30 წლამდე პირი გარდაიცვალა. ის ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 14 პაციენტიდან ერთ-ერთია. ინფორმაცია მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1 351 პირს დაუდასტურდა და 14 პირი გარდაიცვალა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, სულ დაინფიცირდა 21 208 ადამიანი;
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 337 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9 003;
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 172 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30904591.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)