სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა - კალაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=144127 საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა... ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არაა შემოსული, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეპიდემიის დროს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს მოსახლეობას“, - აღნიშნა კალაძემ.