ივანიშვილს გუნდში პატივს სცემენ, რესურსი აქვს პოლიტიკაში დაბრუნების - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" რამდენიმე დღის წინ გამოეყვნენ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან მას გუნდი პატივს სცემს. ახალ ერთობლივ განცხადებაში დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან "პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს". "ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს", - წერია ახალ განცხადებაში, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე. "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერები ამბობენ, რომ შესაძლოა საზოგადოებას "აბსტრაქტული ეჭვი" ჰქონდეს ივანიშვილის მთავრობის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით: "თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს... ისმის მარტივი შეკითხვა - რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან." მასალა განახლდება https://www.radiotavisupleba.ge/a/31923258.html

Source: radiotavisupleba.ge