პარიზიდან, გერმანიიდან ჩამოსული მგზავრების უმრავლესობა უცხოელი ტურისტია - თურნავა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გაიხსნება. ნათია თურნავასგანცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება სხვადასხვა კომპანიებთან და ახალი მიმართულებები ეტაპობრივად გაიხსნება.
აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დღეს გამოფრინდება და ხვალ იქნება პირველი 'ეარ ბალტიკის'რეისირიგა-თბილისი-რიგა. გუშინ შესრულდა პარიზის რეისი.
აირზენა ასრულებს კომერციულ ჩარტერებს 16-ამდე კომერციული ჩარტერია დაგეგმილი თვის განმავლობაში.მოლაპარაკებები გრძელდება და ეტაპობრივად გაიხსნება ახალი მიმართულებები.
ქუჩებში უკვე გამოჩნდა პირველი უცხოელი ტურისტები. ის რეისები რაც ჩამოფრინდა პარიზიდან, გერმანიიდან, რასაც ველოდებით ევროპიდან უდიდესი უმრავლესობა 3/4 მგზავრი არის უცხოელი ტურისტები. საერთაშორისო ვიზიტორები. ეს მნიშვნელოვანი სტატისტიკაა. ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად უცხოელი ვიზიტორები, ვისაც სურს, რომ ეწვიოს საქართველოს, რადგან ის არის უსაფრთხო ქვეყანა'-განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2700-მდე განაცხადია ბიზნესვიზიტორებისგანშემოსული, რომლებსაც უნდათ მოკლევადიანი ვიზიტით ქვეყანაში ჩამოსვლა.