დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა, სულ 15

On.ge

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. მათი მტკიცებით, ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 2 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. უცნობია რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. დე ფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ოფიციალური თბილისისგან დახმარება მიიღოს. მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების შემთხვევაში პაციენტების სამართავად, არც აღჭურვილობა და არც ადამიანური რესურსი ეყოფათ, დე ფაქტო მმართველები ფიქრობენ, რომ ჯერ "სიამაყისთვის გადაბიჯება" ადრეა. #news #politics https://on.ge/story/56104-%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-2-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A-15