ხონის სოფელ ჯიხაიშის მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს
Pirveliradio Ge
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიშის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი უგზოობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, წვიმის დროს გზა მთლიანად იტბორება, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მიუხედავად დაპირებისა, პრობლემა ვერ მოაგვარა.
ჯიხაიშის მცხოვრებლების თქმით, ისინი ავარიული საავტომობილო გზის გამო, ფაქტობრივად, გარესამყაროს არიან მოწყვეტილები.