Al Jazeera: თურქმენეთში კორონავირუსზე საუბარს თავს არიდებენ

Headline

თურქმენეთი მსოფლიოს იმ მცირერიცხოვანი სახელმწიფოებისგან ერთ-ერთია, სადაც ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, მონაცემები გაყალბებული არ არის და დანარჩენი მსოფლიოსგან არაფერს მალავენ. „COVID-19-ით ინფიცირების 1 შემთხვევაც, რომ ყოფილიყო ქვეყნის ტერიტორიაზე, აღნიშნულის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვაცნობებდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ჩვენ არაფერს ვმალავთ“, - განაცხადა ადგილობრივმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა. ჯანდაცვის მინისტრის ნურმუჰამედ ამანეპესოვის განცხადებით, ქვეყანას 30 000 ერთეული ტესტი გააჩნია და დამატებით 40 000 ერთეული უკვე შეკვეთილი აქვს რუსეთისგან, თურქეთისგან და გერმანიისგან. მისი თქმით, მხოლოდ 151 ადამიანი არის მოქცეული საკარანტინო რეჟიმში, რომლებიც ძირითადად სატვირთოს მძღოლები და მეზღვაურები არიან. ოფიციალურმა აშხაბადმა უკვე გახსნა მისი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების უმრავლესობა და ახლო მომავალში ირანთან არსებული საზღვრის გახსნასაც გეგმავს, მას შემდეგ, რაც, მარტის ბოლოს, ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე შეიზღუდა სატრანსპორტო გადაადგილებები. დამატებით, კვირას, 19 აპრილს, თურქმენეთში საფეხბურთო სეზონიც განახლდა და ადგილობრივი მოსახლეობა, კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად სტადიონებზე იკრიბებიან. ორგანიზაცია Reporters Without Borders-ის განცხადებით, თურქმენეთის ოფიციალური პირები მაქსიმალურად ერიდებიან კორონავირუსის საკითხზე საუბარს, რათა თავიდან აიცილონ პანდემიის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გავრცელება. „თურქმენეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის საკუთარ მოქალაქეებს“, - ნათქვამია Reporters Without Borders-ის უკანასკნე ანგარიშში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Coronavirus-free Turkmenistan: 'We are not hiding anything', (22.04.2020), www.aljazeera.com #coronavirus #Turkmenistan #headline