მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 30 003 378 შემთხვევა გამოვლინდა, 943 203 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 398 381 - გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.