ვახტანგ გომელაურის თქმით, ზემო ლარსიდან შემომსვლელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზების გამოცხადების შემდეგ "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რიცვი გაზრდილია. მან ჟურნალისტებს ამ საკითხზე საუბრის დროს უთხრა კონკრეტული რიცხვები.
"მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბოლო ხუთ დღეში [გაიზარდა]... იყო 5,5 ათასი... ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ გაიზარდოს... საჰაერო გზებით და სომხეთიდან ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის... გუშინ წინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ 10 400, თუ არ ვცდები. გასვლით გადის შემომსვლელთა დაახლოებით 60 პროცენტი... კრმინალი შეიძლება ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს, რაც მეტი ადამიანი შემოვა ალბათობა არის იმის, რომ გაზიარდოს ან შეიძლება არ გაიზარდოს..." - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მან არ თქვა, იგეგმება თუ არა საქართველოს მხრიდან რაიმე შეზღუდვების დაწესება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ახლა "ზემო ლარსის" გავლით ტოვებენ ქვეყანაშ.
"თითქმის პიკზეა მისული და რიგები დგას ჩვენ მხარესაც. ჩვენ არ გვაქვს 10 და 20 გეითიანი გასასვლელი, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. ამაზე მეტი აღარ მგონია გაიზარდოს, ვეღარ გავატარებთ ფიზიკურად", - ამბობს მინისტრი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32054085.html
Source: radiotavisupleba.ge