საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის აქცია ეგრნეთში

Gori Daily

დღეს საოკუპაციო ხაზთან, ერგნეთში აქცია გამართეს საინფორმაციო თავდაცვის ორგანიზაციის წევრებმა. მათ სპეციალურ ფორმებში ნიადაგიდან სიჯნები აიღეს და ე.წ. საზღვართან დაალაგეს. "ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ, ლუგარის ცენტრის მიმართ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის პასუხად. რამდენიმე დღის წინ, სეპარატისტულმა რეჟიმმა ასე დემონსტრაციულად დაიწყო "თბილისის მიერ მოწამლული მდინარეების და ტერიტორიის გამოკვლევა". მათი თქმით, ქართველები აქ დრონების მეშვეობით ცდილობდნენ ვირუსების გავრცელებას",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლება, მიწის, მწვანე საფარის და წყლის ნიმუშები აიღეს შესამოწმებლად და განაცხადეს, რომ თბილისი ლუგარის ლაბორატორიის დახმარებით, მათ წინააღმდეგ ბიო ტერორიზმს ახორცელებს. #ცხინვალისრეგიონი #ოკუპაცია gorideily